„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა...“ - ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

გოგონა

მზია კახაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ნაია კახაძე ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

მზია კახაძე ამბობს, რომ გოგონა ჯანმრთელი იყო.

„ვინ თქვა, შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებსო – როცა შენი ბავშვობის ერთადერთ მეგობარს, შენს სისხლსა და ხორცს, უკვდება შენი შვილის კბილა შვილი, შენც შვილმკვდარი დედა ხარ…

მოვდივარ, მალე შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ რა უნდა ვუთხრა დედას რომელიც შვილს დასტირის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ წვეთ ნუგეშს მოგიტან შენს უსასრულო სასოწარკვეთაში…

არ ვიცი რომელი უფრო მტკივა – ჩემი გაუხარელი, შვილმკვდარი მეგობარი, მისი ანგელოზი შვილი, რომელიც მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, თუ მისი პაწაწინა, ქალიშვილი, რომლის კივილი ცას სწვდებოდაო…

რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ ადამიანს ვხედავ უბედურს…

ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა… “, – წერს მზია კახაძე.

ასევე ნახეთ:

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც მარტში სირთულეები შეხვდებათ

რას წინასწარმეტყველებს გოგა მანია 2024 წლისთვის