ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ვახტანგ ლოლუა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ოთხმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ვახტანგ ლოლუა (55კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა პლანეტის პირველობის მეოთხედფინალში რუსი ემინ სეფერშაევი 6-2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ლოლუა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

პირველ საჭიდაო დღეს ფინალისტები 55, 60, 77 და 82კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ასტანაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:00 საათზე დაიწყება.

✕