პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 500 000 მიწისძვრა ხდება. აქედან 100 000 ადამიანისთვის საგრძნობია, 100-ს კი რეალური ზიანის მიყენება შეუძლია.
ამასთან, დადგენილია, რომ სტიქიური უბედურებების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა დახოცილი ცხოველების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.
ადრე ცხოველები სტიქიური უბედურების ცოცხალ მაცნეებად მიაჩნდათ. ძველ საბერძნეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ სტიქიურ უბედურებებს.
მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, მიწისძვრის მოახლოებას ყველაზე ადრე მიწისქვეშა სოროებში მცხოვრები ცხოველები გრძნობენ - მიზეზი, რა თქმა უნდა, ნიადაგის ვიბრაციაა.
მიწის ვიბრაციას შესანიშნავად გრძნობენ სპილოებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ყურებით, არამედ ფეხებით „მოსმენაც“ შეუძლიათ, რადგან ფეხის ძირებში მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები აქვთ.
ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას გრუნტის წყლების ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილების მეშვეობითაც გრძნობენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამით აიხსნას ცხოველთა უცნაური ქმედებები მიწისძვრის წინ. მკვლევართა დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში International Journal of Environmental Research and Public Health.
სპეციალისტებმა ბუნებრივი კატასტროფების წინ ქიმიური ცვლილებების გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2009 წელს იტალიის ქალაქ აკვილაში ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა - დამანგრეველ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე.
ცხოველები, რომლებიც ბუნებრივ წყალსატევებში ან მათ მახლობლად ცხოვრობენ, მგრძნობიარენი არიან წყლის ქიმიური ცვლილებების მიმართ. ამიტომ, ისინი რამდენიმე დღით ადრე გრძნობენ მიწისქვეშა ბიძგის მოახლოებას.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ჰიპოთეზა ბიოლოგებსა და გეოლოგებს ერთობლივი მუშაობისკენ უბიძგებს და ზუსტ მექანიზმის გამოავლენენ, რომელიც მათ ცხოველების დახმარებით მიწისძვრის ნიშნების გამოვლენაში დაეხმარება.