პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში მცხოვრები 36 წლის ნინო შაშვიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ახალგაზრდა ქალს, 25 წელია, შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს, თანმხლები დაავადებებით.
ბოლო პერიოდში, ექიმებმა ის დიალიზზე გადაიყვანეს.
ამჟამად, ნინო შაშვიაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ავადმყოფის სამკურნალოდ, ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა.
"სასწრაფოდ მესამე ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი სჭირდებოდა. საზოგადოების დახმარებით, ორი დღის მარაგი იშოვეს. ექიმები ამბობენ, რომ მუდმივი ღებინების გამო, საყლაპავი მთლიანად ეროზიებით აქვს სავსე. კრუნჩხვების გამო თავის ტვინის გამოკვლევაც სჭირდება და კიდევ ბევრი კვლევები. პრეპარატი იყო აუცილებელი, რომლის 4 ამპულაში 500 ლარი გადაიხადეს. ოჯახს უკვე რესურსები აღარ აქვს, იქნებ საზოგადოებამ თანადგომა გამოიჩინოს და 8 წლის ნიკოლოზს დედა გადაურჩინოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - ამბობენ ახლობლები.
ნინო შაშვიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის ბიუროს ჟურნალისტის შვილია.
საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE77BG0000000191206600
თი ბი სი ბანკი: GE69TB7914945061600006
მიმღები: ჟანა დიდებაშვილი