თურქეთში, დაკრძალვაზე მიმავალი მგზავრებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არიან დაშავებულები
1732264612
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მისი ექიმი საუბრობს.
ექიმი ამბობს, რომ ასეთი სიმძიმის ტრავმა მას არასდროს უნახავს.
„ექიმებისთვისაც ძალიან მძიმე იყო ეს შემთხვევა. მე ნამდვილად ასეთი სიმძიმის ტრავმა არასდროს მინახავს ამ კლინიკაში და ჩვენზე ბევრად გამოცდილი ექიმები იმავეს ამბობდნენ.
ბავშვი როცა შემოიყვანეს, რამდენიმე წამში იყო უკვე საოპერაციო მაგიდაზე. მე როცა პაციენტი დავინახე, ძალიან შემეშინდა, რომ ვიღაც დაიბნეოდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ასეთი გამართული მუშაობა საოპერაციოში არ მინახავს. ბრიგადები ერთმანეთს ვენაცვლებოდით. ის, რომ ეს ბავშვი გადარჩა, არის მედიცინის სასწაული. ეს მუშაობა ქირურგიულ ოპერაციაზე მეტად უფრო ჰგავდა სამხედრო ოპერაციას როცა რაზმი მუშაობს ხოლმე... საოპერაციოში იყო სიჩუმე, რაც ძალიან იშვიათია ხოლმე“,- ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას ექიმი, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა.
შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:
TBC: #GE05TB7962745064300024; BOG: #GE90BG0000000101545483. მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.