ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
გიორგი სანაიას შვილი, სანდრო სანაია, რომელიც „რუსთავი 2“-ზე კურიერის წამყვანია, სოციალურ ქსელში წერს, რომ მამის დაბადების დღეზე ეთერში დაჯდომა ვერ მოახერხა, რადგან ერთი კვირის წინ ხელი მოიტეხა.
„25 წლამდე ისე მოვედი, ცხოვრებაში არაფერი მიტკენია. 1 კვირის წინ ხელი მოვიტეხე. დღეს მეგონა, რომ სამსახურში დავბრუნდებოდი, მაგრამ უფრო დიდი თაბაშირი დამჭირდა.
მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე, ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა. God had other plans…“, - წერს სანდრო სოციალურ ქსელში.