VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.
„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, რამდენიმე წუთის წინ, განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.
მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია, მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა“, - განაცხადა მეუფე შიომ.