საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1773783208
სასულიერო პირების განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ცხედარი „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ საპატრიარქოს შენობაში გადაასვენეს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ხვალ პატრიარქი სამების ტაძარში იქნება დასვენებული.
„დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული უკვე სამების ტაძარში“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.