საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1773783208
კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას. მისი მოღვაწეობა განუზომელი მნიშვნელობის არის მართლმადიდებლური სამყაროსთვის. პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II", - ნათქვამია განცხადებაში.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.