მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე

თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, ქემალ მიმისოღლუს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ჯანდაცვის სფეროში, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.