როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
"გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივია მატულობს მაჩვენებლები - ეს ყოველწლიურად ასე ხდება და ბუნებრივია, წლევანდელი წელიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არავის ასეთი მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მაჩვენებლები არის ისეთი, რომელიც არამც თუ რაიმე საგანგაშოს არ მოასწავებს, არამედ ობიექტურად არავითარი მიზეზი რეალურად არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. ვითარება და მდგომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, გრიპის სეზონისთვის სექტორი სრულად მზადაა.
"მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია, მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, დღეს, არავითარი პანიკის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს. ვითარება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.
მინდა, შესაძლებლობით ვისარგებლო, კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთის მხრივ, აცრის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. ყველა ამ წესის დაცვით, რა თქმა უნდა ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად დაცულები. სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.