დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის ფაქტებს გამოეხმაურა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიგ შემთხვევებს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.
„მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, რიგ შემთხვევაში ვფიქრობთ, საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა. ამავდროულად ასევე გათვალისწინებული გვაქვს გაფრთხილებაც.
არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ ყველაფერს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს”, - განაცხადა მინისტრმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.