პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მათი განცხადებები არ მოსწონს, რაც სავარაუდოდ მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს არ მოსწონს მედიკოსების განცხადებები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მკურნალ ექიმზე უარის თქმა ეხებოდა მისი გულის წასვლის ეპიზოდს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ამის მოწმე თავად იყო.
"მორიგე ექიმი იყო, რომელმაც მისცა ჩვენება. ეს ორი ჩვენება იყო ურთიერთგამომრიცხავი და ამან, რა თქმა უნდა, ძალიან გააღიზიანა. ჯერ ერთი, ის პირველიც არ იყო მთლად ზუსტი, იმიტომ რომ ვარდნა რას ნიშნავს? ვარდნა კი რა იყო, გონების დაკარგვა იყო, ამის მოწმე მე ვიყავი. მიაჩნია ადამიანს, რომ ეს ქალბატონი ტყუის და ამან გამოიწვია ეს პროტესტი," - აცხადებს გიული ალასანია.