1732386875
FARA-ს დოკუმენტაციით დგინდება, რომ საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის შესახებ მასალების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით მომზადდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში სტატიების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ გამოქვეყნდა.
დეპარტამენტში ლობისტურმა კომპანიამ უკვე წარადგინა ანგარიში, თუ რა სამუშაოები გასწია ხელშეკრულების სანაცვლოდ ლობისტურმა კომპანიამ, მათ შორის საუბარი საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ინფორმაციები და ასევე ლობისტების მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებები.
მასალებიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანია "Akerman LLC" და "Globalpoint" -ის მიერ არის მომზადებული და გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.
ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების "საპასუხო დასკვნებს" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანიამ "Akerman LLC" დაიქირავა.
ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს გიული ალასანია აწერს, ლობისტური საქმიანობისთვის კი მითითებულია თანხა 917 177 აშშ დოლარი.