1732386875
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება არც მოიკითხონ საერთოდ
სააკაშვილი რომ დამნაშავეა ამაზე არავინ დავობს. ამას ისიც ემატება, რომ ის ყველაზე სახელ გატეხილი, სამარცხვინო და უღირსი პატიმარი გახლავთ. მაშ, რა ხდება ვის სჭირდება ამდენი სტატიები, რომლის გამოქვეყნებაში, ლობისტები მილიონობით დოლარს იღებენ? - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ, სადაც ნაჩვენებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმეტესობა, ლობისტური კამპანიის ნაწილია.
მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა,, არამხოლოდ შეცდომა, არამედ დიდი კრახი აღმოჩნდა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ექსპერტის თქმით, არ არის გამორიცხული, ამ წარუმატებლობის შემდეგ სააკაშვილის საკითხი იმდენად უინტერესო გახდეს, რომ ლობიზმის გარეშე ის არც კი გაიხსენონ.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.” ეს, ცხადი და გასაგებია, მაგრამ მოდით მთავარი ავხსნათ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი: სააკაშვილი, რომ დამნაშავეა ამაზე არავინ დავობს. ამას ისიც ემატება, რომ ის ყველაზე სახელ გატეხილი, სამარცხვინო და უღირსი პატამირი გახლავთ. მაშ, რა ხდება ვის სჭირდება ამდენი სტატიები, რომლის გამოქვეყნებაში, ლობისტები მილიონობით დოლარს იღებენ. სააკაშვილის შემოგდება-შემოპარება არამარტო შეცდომა, არამედ დიდი კრახი აღმოჩნდა ყველა იმ ძალისთვის, რომელიც დაინტერესებული იყო ახალი რევოლუციის მოწყობით, შემდეგში ხელისუფლების გადატრიალების გზით შეცვლით და საბოლოოდ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევით. ამჯერად კი არც ისაა გამორიცხული, რომ რახან სააკაშვილს ვერ შველიან, საბოლოოდ მისი საკითხი იმდენად უსარგებლო და ფუჭი გამოდგეს, რომ ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება არც მოიკითხონ საერთოდ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.