მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილში საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს. კერძოდ, გასულ თვეში ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს, კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი ლანკის, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის, ჯამში, 96 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.