1746733863
„მიეცით ბავშვებს სექსუალური განათლება...“ - არჩილ მარშანია მშობლებს მიმართავს

ექიმი არჩილ მარშანია, 15 წლის ბათუმელი გოგოს მიმართ სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხმაურება. ის მშობლებსა და მოზარდებს მიმართავს.
„გოგოებო, გამოსავალი სიჩუმეში არ არის, პირიქით გაზიანებთ, იცოდეთ რო მსგავსი არსებობები ვინც გემუქრებიან და სიჩუმეს გაიძულებენ, სინამდვილეში საშიში და ბრუტალურები კი არა, პირიქით, ლაჩრები არიან და საკუთარ თავს იცავენ, რომ მერე სამართალდამცავმა სისტემამ ან ხალხმა არ გადაუარონ. თვითონვე იციან რა სირებიც არიან და რა რეაქცია ექნება ხალხს ამაზე.
ნებისმიერი სირი თუ ვინმე პირადი ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით გემუქრებათ, პირველ რიგში იცოდეთ რომ ჯობია არავის გაუგზავნოთ არასდროს, თუმცა თუ მაინც მოხდა, მისი უნებართვოდ გასაჯაროვება კანონით ისჯება, მოინიშნავთ მაგ მუქარის მესიჯებს და განაცხადებთ პოლიციაში და მაგნაირ სირს ჩააყუდებენ ციხეში.
მშობლებო, 21-ე საუკუნეა და ჯობია რუსული, ერთუჯრედიანი პროპაგანდისტული მესიჯებით კი ნუ უტენით ბავშვებს თავს, გეები რო ქართველობას გვართმევენ, სექსი რო სასიკვდილო ცოდვაა და ელტონ ჯონის მოსმენით რო გგონიათ კაცს შეიძლება კაცზე აუდგეს და ა.შ.
მიეცით სექსუალური განათლება (არა, სექსის პოზების სწავლას არ ნიშნავს ეგ და არც სადმე სკოლაში შეყვანაა საჭირო, მოზარდს შეკითხვებზე რომ ჩხუბის ან ენის მოჩლექით არ გასცეთ პასუხი და ადეკვატურად უპასუხოთ უკვე საქმეა), ყოველთვის გაუმეორეთ რომ მათ აქვთ ოჯახის უპირობო თანადგომა ყველა საკითხში და მას არაფერზე ლაპარაკის არ უნდა ეშინოდეს და მუდმივად გრძნობდეს ოჯახის თანადგომას.
იმიტომ რომ ჯერ ერთი, არავის არაფერში არ სჭირდება ეს ჩვენი „ქართველობა“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, არ ვიცი) და მეორე, ამის ბრალია როცა (თუ) არასრულწლოვანზე ძალადობენ და ის შიშით სახლში თუ პოლიციაში ვერაფერს ამბობს.
და ბოლოს, მაგ ტიპის არსებებს ‘დაქენსელების’, ‘გარიყვის’ და მსგავსი პოეტური ტერმინებით მუქარის არ ეშინიათ, ერთადერთი რისიც ეშინიათ არის ხალხი და პოლიცია, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის არც ერთი „გაგების“ გარემოში არ გამართლდებიან.
ამიტომ დამატებით, მამებს, ვისაც 90-იანებში 15 წუთი მაინც გაგივლიათ ქუჩაში და ცხოვრება ორდღიან ვორქშოფებზე, ყავით ხელში და რთულად დასამახსოვრებელი სიტყვებით არ გაქვთ ნასწავლი, რეალობა არ დაგიკარგავთ და შვეიცარიაში არ გგონიათ რომ ცხოვრობთ, იცით რაც უნდა ქნათ, მსგავს შემთხვევასთან „ახლოს თუ მოგიწევთ გავლა“, – წერს არჩილ მარშანია.
ასევე ნახეთ: