პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენცია რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებას წაიკითხავს.
მანამდე, 15 ნოემბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს. მოსკოვის საპატრიარქოს თანახმად, „გულთბილი, მეგობრული საუბრისას განიხილებოდა რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტი“,- წერია ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.