წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოზე ისაუბრა. მეუფე იაკობმა, უკრაინის მთავრობას უგუნური უწოდა.
სასულიერო პირის აზრით, უკრაინის პირველ პირებს, საქართველოში ომის გაჩაღება და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა სურთ.
„ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ, ჩვენ ვხედავთ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ? საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ. მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა. ისინი არიან უგუნურები. ვინ არიან ეს უგუნური ადამიანები? რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო ჩვენ დახმარების მეტს რას ვაკეთებთ? და რა უნდათ ახლა, იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით.
ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხისთვის იფიქროს. ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ. და რა უნდა? დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო და დავიშალოთ? მართლა კუმ ფეხი გამოყოო მასე მოსდით და ჭკვიანად იყვნენ. თორემ ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ. ნუ გვექცევიან ასე ქართველებს“, - თქვა სასულიერო პირმა.
სინოდის წევრმა, დასავლეთისა და აშშ-ის შესახებ საკუთარი აზრიც დააფიქსირა.
„მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს არ მოუსმინოს, არც ბრიუსელს არ მოუსმინოს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, არც სხვას... თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. დარბიან მსოფლიოში მერე, რომ გვიშველეთ, გვიშველეთ ასე ხდება, ისე ხდება. ეს არის საქართველო და კეთილი ინებოს უცხოეთმა თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობა... საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსული. უკრაინაში რაც ხდება, მთელი ჩვენი ისტორია სულ მასე ხდებოდა. ჩვენთვის ვინ იბრძვის? ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის“,- განაცხადა მეუფემ.
განცხადებები პოლიტიკურ პროცესებზე მეუფე იაკობმა, დღეს, ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამბიონიდან გააკეთა.