მეტეოროლოგი ამინდის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამინდი თოვლი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„შობას დაიწყება და მთელს კვირას გაგრძელდება საქართველოში მზიანი და თბილი დღეები. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უფრო და უფრო დათბება, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, კვირის შუა დღეებში ტემპერატურა: დასავლეთში +18, სანაპირო კურორტებზე +20, აღმოსავლეთში +11 გრადუსს მიაღწევს.

ზამთრის კურორტებზე მყარი თოვლის საფარი შენარჩუნდება, მაგრამ თოვა შეწყდება. ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და თოვლიანი ამინდები, ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს დაბლობსა და ბარში ჯერ არ დადგება. ბედნიერ სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ.“ - წერს მეტეოროლოგი.