პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია.
თუმცა მისი ვინაობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა. რაც შეეხება მოტივს, ოფიციალური მოტივი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გაისმა სროლის ხმა და გალდავა ხელისა და მუცლის არეში დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმ გიორგი ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.