"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
შპს „თბილსერვის ჯგუფი" მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.
„სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას "თბილსერვის ჯგუფის" საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელი მიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.