მესტიისკენ მიმავალი გზა, სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება

მესტია

საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მესტიის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ ხვალ საღამომდე აღდგება.

„დღესაც შენარჩუნდა ნალექიანი ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში მდგომარეობა უცვლელია. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ტყიბული-ამბროლაურის, საჩხერე-რაჭის და კობი-გუდაურის მიმართულებით. მოძრაობა აკრძალულია მესტიის მიმართულებით. როგორც ცნობილია, ჩამოსული იყო კლდის მასა, მოხდა გაწმენდა. სპეციალისტებმა დაათვალიერეს აღნიშნული მონაკვეთი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მთამსვლელები. გამოდარებისთანავე აღნიშნული მონაკვეთის ჩამოშვავებას, რის შემდგომაც გავხსნით მოძრაობას, სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლომდე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.