მესტიის მიმართულებით, საავტომობილო გზა ორმხრივად გაიხსნა

მესტია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ ორმხრივად გაიხსნა.

მესტიის გზა კლდოვანი მასის ცვენის გამო რამდენიმე საათი სრულად იყო ჩაკეტილი. გუშინ საღამოდან ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე ჩამოიშალა. დიდი ლოდების გზაზე ჩამოცვენის გამო, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ორივე მიმართულებითშ ეუძლებელი იყო.

გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკამ დღეს დილიდან დაიწყო.