1696079775
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი, მესხეთის თეატრის ორგანიზებით და ინიციატივით, უკვე მეშვიდე წელია იმართება.
ფესტივალის ბოლო დღეს, მესხეთის თეატრმა მაყურებელს სპექტაკლი: "ვოდევილები" წარუდგინა. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 15-ტ მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოდან და უცხოეთიდან ჯამში 21-მა თეატრალურმა დასმა მიიღო. მათ შორის იყო თურქეთის, ტრაპიზონის, სახელმწიფო თეატრი, რომელთანც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმი.
19 დღის განმავლობაში, მაყურებლებმა ნახეს მრავალფეროვანი რეპერტუარი, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით. შეხვდნენ საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებს და კრიტიკოსებს, რომლებმაც გამართეს დისკუსიები, ქართული დრამატურგიის შესახებ.