„მეორედ დავკარგე მამა იგივე დიაგნოზით...“ - ნიკო გომელაურის შვილის ემოციური პოსტი

mik

ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, თემურ უგულავას გარდაცვალებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში მსახიობ ეკა ნიჟარაძისა და ნიკო გომელაურის ქალიშვილი, ტასო გომელაური ბიზნესმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

როგორც ტასო გომელაური წერს, თემურ უგულავას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მას მეორე მამად მიიჩნევდა.

„მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით... სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ტკივილს... დროებით ჩემო ყველაზე მაგარო მამებო!" - წერს ტასო გომელაური.

Rooms Hotels-ისა და Adjara Group-ის დამფუძნებელი, თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ ბიზნესმენი საზღვარგარეთ მკურნალობდა.

საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურის, თემურ უგულავას სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები საქართველოში.