1732386875
„მეორე დღესვე ჩამოვიდნენ ბებია და მამიდა საქართველოში...“ - ბავშვები, რომლებსაც მამამ დედა მოუკლა, უკვე ოჯახში იმყოფებიან
დოლიძის 27 ნომერში მომხდარ საზარელ დანაშაულს ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.
მკვლელობაში ბრალდებულმა, გურამ ქადეიშვილმა თვითმკვლელობა სცადა.
მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მკვლელობას 2 მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო.
როგორც ცნობილია, ოჯახს საქართველოში სხვა ნათესავები არ ჰყავდა, ამიტომ გოგოები დროებით ნათლიასთან იყვნენ.
„პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, რომ მკვლელობიდან მეორე დღესვე საზღვარგარეთიდან საქართველოში ბავშვების ბებია და მამიდა დაბრუნდნენ.
„მომხდარიდან მეორე დღესვე ჩამოვიდნენ ბავშვების ბებია და მამიდა საქართველოში. ბებია დიპლომატია, მარტო ხომ არ დატოვებდნენ აბა ბავშვებს“, - გვიყვება ადგილობრივი.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორია კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
რატომ მოკლეს ამერიკაში საქართველოს მოქალაქე - გარდაცვლილის მეუღლე ახალ დეტალებზე საუბრობს