1730578379
„მე ცას კი არ გამევეკერები, ნენა“... - გივიკო დიდია ბებიასთან საუბარს აქვეყნებს
ბლოგერი გივიკო დიდია გურიიდან კიდევ ერთ ემოციურ პოსტს გვიზიარებს. ამ ემოციურ პოსტში მისი და ბებიის საუბარია გადმოცემული.
„ჩემს ტკვილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი:
მე: მინდა ყოველ გაზაფხულზე , იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო .
ნათი: მე ცას კი არ გამევეკერები ნენა.
მე: რეიზა ვითამ?
ნათი: დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა .
მე: მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს , შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ .
ნათი : მაგ ნაყინებს რო იყიდი. ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა “ ? მე არ მინდა ნენა, გაჭირვებულებს დუურიგე.
მე : მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე .
ნათი : მამაშენის გარეშე ? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ , ყოლგან იგი მელანდება .
მე: მინდა ყოველ ახალ წელს, ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე .
ნათი: აი რა თქვი ნენა, 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა.
მე: მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები .
ნათი: კი ნენა , სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ.
მე: მინდა ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო , რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის .
ნათი: კაი ახლა კაი , თლა ნუ გადეირევი.
მე : მინდა ყოველ დილით, კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო, შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო , მომეფერე და დამიცაცხანო . რეიზა არ იჭრი მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს?!
ნათი : გაი იქით გაი, საქმე მაქ ნენა, მეიცდის გონია?
მე: შენ ჩემი მზე ხარ.
ნათი: რომელი ამომავალი? (იცინის)
მე: მზე რომელიც ანათებს ჩემში . მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს . მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს.ნათი: წევედი , წევედი საქმე მაქ თქვა . სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად . ისე გივი ბებია , რომ იცოდე , შენ რომ არა , არ ვიცი რა მეშველებოდა“....