პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცოლს, მაია იორამაშვილს დაბადების დღეს ამ ლექსით ულოცავს, როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ძველით, თუმცა გულით.
"შენ თვალებს დახრი ქალური გრძნობით
და მერე სადღაც გახედავ ლაჟვარდს,
მე შენ თაყვანს გცემ ჩემი კაცობით,
ვით სვეტიცხოვლის უმწიკვლო ტაძარს.
მე მიხარია და ამ სიხარულს,
სხვადასხვა ფრთები ატარებს აღმა,
ჩვენი ტრფიალის უნაზეს სურათს
ამ ქვეყნად ვერვინ ვერ დაგვინაღმავს."
ადვოკატი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის სიყვარულის ისტორიაზე უამბობს...
მიხეილ რამიშვილი: სიმღერით ვულოცავ დაბადების დღეს. ყოველ დაბადების დღეს, ღამით ვიწყებ და დილით ვასრულებ სიმღერას. (იცინის) მთელი ღამე უწევს ჩემი სიმღერების მოსმენა. ლექსებსაც ვუკითხავ.
ჩემი მეუღლე ჩემი მუზაა 26 წელია. ყოველ წელს თავისი მუზა მოჰყავს. დიდი იმედია, როდესაც გვერდით არის ქალი, რომელიც ამდენი წლის მანძილზე, თავის თავზე, ამდენ რამეს იტანს და არავის აგრძნობინებს, რომ ეშინია. მე აქ ჩემს პროფესიულ საქმიანობას და იმ დაძაბულობას ვგულისხმობ, რაც ჩემს საქმიანობას თან დაჰყვება. ძალიან ძლიერი ქალია. იყო ბევრი მცდელობა მე რომ ვერ მომერიეს, ოჯახის წევრები მოეგზავნათ და შევეჩერებინე, მაგრამ არც ერთისგან არ ყოფილა - შეწყვიტე, გაჩერდიო. პირიქით. მაია ჭკვიანური აზრების მომწოდებელია.
ეს ის სიყვარულია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ეძებს და უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მას პოულობ.
გაცნობიდან ერთ თვეში გავიპარეთ. მანქანით მივაკითხე, ჩამოვიდა და არაგვისპირეთში წავედით. კონსერვატორიაში ვსწავლობდით ორივე. მაია ჩემზე უმცროსია. გავიცანი და მოვითხოვე, ბანკეტზე მაიაც ყოფილიყო. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მაშინ იყო ჩვენი პირველი კოცნაც. და ერთი თვის შემდეგ გავიპარეთ. მაია ოპერისა და ბალეტის ორკესტრში ვიოლინოზე უკრავს.
ქალს რომ ძალა გააჩნია, არა მგონია, რომ მამაკაცს გააჩნდეს ის ძალა. მე ასეთ რამეს ვამბობ: მე ვარ გემი, ჩემი მეუღლე ჩემი კაპიტანია. მასზეა დამოკიდებული აისბერგს შემაჯახებს და ჩამძირავს, თუ გაშლილ სივრცეში ატარებს გემს. კაპიტანში გამიმართლა, თუმცა გემიც კარგია! (იცინის) გემი უნდა იყოს ძლიერი და კაპიტანი უძლიერესი.
26 წელი პატარა დრო არ არის. ამ დროის მანძილზე ჩვენ არაფრის მტკიცება არ გვჭირდება, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.