„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო, ქალაქი ხაშური - ახალგაზრდა ბიჭი სამუშაოდ რკინიგზის სადგურში მიდის. თავდაპირველად, მას დარაჯის პოზიციაზე აწყებინებენ მუშაობას. აძლევენ ერთ სამორიგეო ოთახს, სადაც მთელ დღეს ატარებს და ძირითადად ხატავს.
ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი ანუ ნიკო ფიროსმანი, რომელსაც მაშინ მხატვრად არავინ იცნობდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა ნიკო ხაშურის რკინიგზაში მემუხრუჭე კონდუქტორი ხდება. ამ პოზიციაზე მას დიდ ხანს არ უმუშავია, მხოლოდ 1890 წლის 14 აპრილიდან - 23 ოქტომბრამდე.
რკინიგზას 150 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებამ გამოფენა მოაწყო, რომელზეც რამდენიმე უცნობი ფოტო გამოფინეს. მათ შორის ერთ-ერთი 1890 წელს არის გადაღებული. სწორედ მაშინ როდესაც ნიკო ფიროსმანი რკინიგზაში მუშაობდა.
გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ ფოტოზე სწორედ ფიროსმანი ჩანს. ეს ფოტომასალა აქამდე ყველასთვის უცნობი იყო. ფიროსმანის არც თუ ისე ბევრი ფოტო იძებნება არქივში. შესაბამისად, თუ დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად დიდი ქართველი მხატვარია, ეს უნიკალური აღმოჩენა იქნება.