როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
სამტრედიაში ტრაგედია დატრიალდა. უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალში დაიხრჩო.
მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე და ბიჭის ფოტოს აქვეყნებს.
,,დღეს ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში. გლოვობს ჩემი სამტრედია გივიკოს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და იპოვეს...
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გივი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...
რა უსამართლოა ცხოვრება. ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია...", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.