მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

მატარებელი

დაბა ჩაქვში მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.