როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები - საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში, არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია და არ შეიყვანონ პირადი მონაცემები.
აქვე განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები იგზავნება მხოლოდ ოფიციალური მისამართიდან - POLICE.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს - 032 2 41 42 42.