მასშტაბური გათიშვის შემდეგ ელექტროენერგიის აღდგენა დაიწყო – რომელ რაიონებსა და ქალაქებს მიეწოდება დენი

შუქი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს: 

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას.