მეწყერი ადიგენში - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

მეწყერი

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაშიც. დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

ნახეთ, ფოტოები ადგილიდან: 

ფოტოები: პირველი არხი