ყველა წმინდანის დღესასწაული - რატომ მოდიან გარდაცვლილები ცოცხლებთან 1 ნოემბერს
1793476156
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მე-2 კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.
მაშველებმა პირველ რიგში მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. სიღრმეში ჩავარდნილი კნუტის სხვენიდან ჩაშვებული თოკით ამოყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ მათ მეპატრონის თანხმობით, მესამე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი გამოანგრიეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, შემდეგ კი ის დედა კატასთან დააბრუნეს.
