დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობი ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება. ამჯერად მან „ტელესკოლის“ ეთერში შვილებთან ურთიერთობასა და დედობაზე ისაუბრა. ნინომ აღნიშნა, რომ მისი, როგორც მშობლის ჩამოყალიბებაზე, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია...
„მე, როგორც მშობელი, შევდექი იმ საშინელი პანდემიის დროს. მაშინ გავიგე ყველაფერი თავიდან და, რაც მთავარია, გავიგე, როგორ ვშორდებით საკუთარ შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. მითხრა, რომ თანამედროვე სამყაროში მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან უნდა დაიტენოს შენი შვილი ემოციურად, ბალიში - რომ თავი დადოს, როცა გაუჭირდებაო. სულ ეს არის-მეთქი?! - ვკითხე, აქედან დაიწყე და ნახავ, საითაც წავა გზაო. მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ ველაპარაკო ბავშვებს, რა გავაკეთო, მთლიანად შეიცვალა“ - განმარტავს ნინო კასრაძე.
ასევე ნახეთ:
ნახეთ ანკა ვასაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები
კაცმა სასქესო ორგანოზე ფოლადის რგოლი წამოიცვა და მოსახსნელად მაშველები დასჭირდა (უცხოეთი)