„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ტაილანდში შვეიცარიელმა მამაკაცმა, სახელად ურსმა პენისზე ფოლადის რგოლი წამოიცვა და ვერ მოიხსნა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ტკივილებით შეწუხებულმა 52 წლის კაცმა საავადმყოფოს მიაკითხა. დაახლოებით ექვსი სანტიმეტრის დიამეტრის რგოლის მოსაჭრელად ექიმებმა მაშველებს ლითონის საჭრელი ხელსაწყოს მოტანა სთხოვეს. ორსაათიანი ოპერაციის დროს მაშველებმა მოახერხეს ბეჭდის ფრთხილად მოჭრა და სასქესო ორგანოდან მოშორება.
პაციენტმა არ განმარტა, თუ რა მიზნით წამოიცვა პენისზე ლითონის ნივთი. მაშველებმა კი თქვეს, რომ მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია და ალბათ კაცს სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანა სურდა.
არსებული ინფორმაციით, კაცები ლითონის რგოლებს სასქესო ორგანოს გადიდების მიზნით იკეთებენ. სპეციალისტები კი მოუწოდებენ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება.
ასევე დაგაინტერესებთ:
„დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე
„დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“ – გია ჯაჯანიძე