სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, პაციენტს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება და გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის.
მისივე თქმით, 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ გართულების ყოველდღიური რისკია.
კლინიკის გუნდის რეკომენდაციაა, მზია ამაღლობელი ექიმების მონიტორინგის ქვეშ დარჩეს.
„მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას. არ არის მისთვის მარტივი, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს და მოძრაობს. ყოველი შემდგომი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის. ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.