ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს - ილია მეორე

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მარიამობა მიულოცა.

ილია მეორე სიონში საზეიმო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც მრევლს მიმართა.

„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.