მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

სამება

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.

მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.