„მარტის ცვალებადი ამინდები იწყება...“ - როდის დაიკლებს ტემპერატურა საქართველოში

მარტის ამინდი

„16 მარტიდან, საქართველოში ამინდი ისევ იცლება.“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„15 მარტამდე თბილი და მზიანი ამინდები იქნება. 16 მარტიდან კი, იქნება წვიმა ელჭექით და ტემპერატურა იკლებს. 16-17 დაიკლებს ტემპერატურა და ქარი გაძლიერდება. 18-19 მარტს, ისევ მოიმატებს, ხოლო 20-21 მარტს, კვლავ დაიკლებს 15 გრადუსამდე. მოსალოდნელია უმეტეს რაიონში 17 გრადუსი. მარტს როგორც შეეფერება, ისეთი ამინდები გვექნება. 

აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, 21 გრადუსი იყოს“,- გვითხრა დოდო გვაზავამ. 

ასევე ნახეთ:

რისი გაკეთება იკრძალება კატეგორიულად, დაკრძალვის დროს

VIDEO: „მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც მე ვარ...“ - ნუცა ბუზალაძე