ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ არკადიაში, ცოლ-ქმარი 21 ბავშვთან დაკავშირებული ძალადობის საქმეზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში მცხოვრები ბავშვები, სავარაუდოდ, ძიძების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გამოძიების ვერსიით, მეუღლეებმა ამის შესახებ იცოდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავადაც მონაწილეობდნენ ძალადობაში.
66 წლის გუოჯუნ სუანი და 39 წლის სილვია ჟანგი 2026 წლის ოქტომბერში დააკავეს. საქმის გამოძიება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მათი ორი თვის ჩვილი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს ბავშვის დაზიანების გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
გამომძიებლების განცხადებით, სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა. პროკურატურის ინფორმაციით, სახლში ექვსი ძიძა მუშაობდა, რომელთაგან ზოგიერთი ბავშვებს ფიზიკურად სჯიდა.

საქმის კიდევ ერთი მიმართულება სუროგაციას უკავშირდება. პროკურატურის ცნობით, წყვილის 21 შვილიდან უმრავლესობა სუროგაციის გზით დაიბადა. 2025 წელს ბავშვები ოჯახიდან გაიყვანეს და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანეს.
მეუღლეებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულებისა და მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებები წაუყენეს. ორივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულების დანაშაულის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ცნობისთვის, წყვილს სულ 21 შვილი ჰყავს, თუმცა პროკურატურა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლად სულ მცირე 14 ბავშვს ასახელებს. ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ სახლში 16 ბავშვი ცხოვრობდა.