შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, სადაც წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.
საეკლესიო გადმოცემით, ღვთისმშობლის მიძინება სიონის მთაზე მოხდა, ამიტომაც მიძინების სახელობის ტაძარს სიონს უწოდებენ. დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. მოციქულთა გადმოცემით, დაკრძალვიდან სამი დღეს შემდეგ ღვთისმშობლის საფლავი ცარიელი დახვდათ, ამიტომაც ეკლესიამ ამ დღეს მიძინება უწოდა. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება.