მამი, მიყვარხარ და ბოდიში... განადგურებული მიდიოდა და რესტორანში მღეროდა, ჩვენ რომ არაფერი მოგვკლებოდა... - სუხიტა ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს.

„მამი, ბოდიში რომ ვერ მოვიცალე იმისთვის რომ მომელოცა შენი დაბადების დღე!
მიყვარხარ ძალიან ბევრი რამის გამო. შენგან ბევრი რამე ვისწავლე, შენც არ იცი იმდენი. მადლობა სიცოცხლის ჩუქებისთვის, მადლობა ბევრი ბრძოლისთვის. ერთი პატარა ისტორია უნდა გაგიზიაროთ.
დაახლოებით 13 წლის ვიყავი როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ოპერაცია გამიკეთეს და თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვიწექი.
მამაჩემი გორში რესტორანში მღეროდა, ყოველ დილით ჩამოდიოდა, მეხუმრებოდა მელაპარაკებოდა თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და მერე ასე გულდამძიმებული და განადგურებული მიდიოდა და რესტორანში მღეროდა იმისთვის რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა.
მამი, მიყვარხარ და ბოდიში თუ რამე ისე ვერ გითხარი და ვერ გავაკეთე. ყველაფერი წინ არის. გილოცავ მამაჯანა“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.