პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, რომელმაც 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული, ემზარ ჯღარკავა იპოვა, სამშობლოში მალე დაბრუნდება.
ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს.
„მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება….აი ის, ემზარისთან და ბავშვებთან რომ დამაბრუნებს…მანამდე კი გამძლეობა მომეცი ღმერთო…მიჭირს, ძალიან მიჭირს…..რთული აღმოჩნდა განსაცდელი ჩემთვის, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია…უცხოა აქ ყველაფერი და არასოდეს არ გახდება ჩემი…“ – წერს ნინო კვარაცხელია.
ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორია სოხუმში ომამდე დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა, მერე ემზარი ჯარში გაიწვიეს...
მერე ომი დაიწყო და მათი გზები გაიყარა...
ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, სოციალურ ქსელში იპოვეს და ამჯერად სამუდამოდ... ემზარმა ნინოს ხელი სთხოვა...