,,მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას... ვუსამძიმრებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას..." - სკოლის დირექტორის ემოციური პოსტი

კოტე მაისურაძე

შოვის ტრაგედიას კოტე და მარიამ მაისურაძეები, დედასთან, შორენა ბიჭაშვილთან ერთად ემსხვერპლნენ.

მომხდარს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე და კოტე მაისურაძის ფოტოს აქვეყნებს.

,,შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი - ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი - ღვთის ანგელოზები. ვეძებ საჭირო სიტყვებს ემოციის გამოსათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვპოულობ. მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი. 2017 წელს, გამოსაშვები გამოცდების უმაღლესი წარმატებით ჩაბარების შემდეგ ფოტოს რომ ვუღებდი, ისე უჩუმრად იდგა, ძლივს შევბედე, ასეთი მაღალი მიღწევის შემდეგ როგორ არ იღიმები მეთქი. და აი, ასეთი სამახსოვრო ფოტო დაგვიტოვა ყველას. ვუსამძიმრებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას...", - წერს მამუკა ხამხაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

სასტიკი მკვლელობა მარნეულში - ახალი დეტალები ხდება ცნობილი

წვიმა, ელჭექი, ქარი - საქართველოში ამინდი შეიცვლება

„არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა