სასტიკი მკვლელობა მარნეულში - ახალი დეტალები ხდება ცნობილი

policiis lenti

57 წლის მამაკაცი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ცოლის განზრახ მკვლელობას ედავებიან, რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი - მამაკაცმა მკვლელობა საძინებელში, ოჯახის წევრების თანდასწრებით ჩაიდინა, რომლებიც მის შეკავებას ცდილობდნენ და ამ პროცესში ბრალდებულის 28 წლის შვილი ხელის არეში დაიჭრა. ამის შემდეგ კი, როგორც სასამართლო სხდომიდან გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მეუღლე მოკლა, სცადა ადგილიდან მიმალვა და ასევე მკვლელობის იარაღი, ხანჯალი დამალა.

დაკავების შემდეგ მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მაშინვე აღიარა და სამართალდამცველებს საგამოძიებო ექსპერიმენტისას თავად მიუთითა დამალული ხანჯლის ადგილსამყოფელზე.

ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები და ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული შეურაცხად მდგომარეობაში - ამას გამოძიების მიმდინარეობისას ჩანიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რაც წინასასამართლო სხდომაზე - 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ბრალდებულს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

წვიმა, ელჭექი, ქარი - საქართველოში ამინდი შეიცვლება

„არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა

„საკმაოდ დიდი მიღწევაა...“ - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს