მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვის აქცია გაიმართა

მახათას მთა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქო ფონდის – „გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის, გოჩა არონიშიძის მხარდაჭერით, ტერიტორიაზე 20-მდე ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან – „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. დღეს, „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები. მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.