1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ ფეხბურთის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი საფეხბურთო დღესასწაული მოუწყო - კომპანიამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი „მაკდელივერის“ გათამაშება წამოიწყო, რომლის გამარჯვებულებს საოცნებო პრიზები ერგოთ წილად.
გათამაშებაში ჩართვა შეეძლო ყველას, ვინც 30 ნოემბრამდე „მაკდონალდსის“ 35 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას გამოიძახებდა ყველაზე მეტჯერ „გლოვოსა“ და “ვოლტის“ აპლიკაციით. ყველაზე მეტი გამოძახების მქონე მომხმარებელი უფრო მეტ შანსს მოიპოვებდა გამარჯვებისთვის.
ტრადიციულად, „მაკდონალდსმა“ ამჯერადაც განსაკუთრებული პრიზები შესთავაზა გათამაშებაში ჩართულ მომხმარებლებს და „მაკდელივერის“ საფეხბურთო გათამაშებაში 10 საპრიზო ადგილი დაწესდა. გამარჯვებულებს კი „გლოვოსა“ და “ვოლტზე“ ფულადი ვაუჩერების გარდა, ისეთი შთამბეჭდავი პრიზები ელოდათ, როგორიც iPhone 14 Pro, PlayStation 5 და არც მეტი, არც ნაკლები ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზურია, რომელიც ფინალზე დასასწრებ ბილეთს, სასტუმროსა და ფრენას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები ცალ-ცალკე გამოვლინდნენ როგორც „გლოვოს“, ასევე „ვოლტის“ აპლიკაციის მომხმარებლებს შორის. ასე რომ, „მაკდელივერის“ გათამაშებაში გამარჯვების შედეგად, საქართველოდან ორი იღბლიანი ადამიანი 18 დეკემბერს, კატარში, „ლუსალის“ სტადიონზე გამართულ ფინალს დაესწრება და ისტორიული მატჩის მომსწრე გახდება.
„ზოგისთვის ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობაა, ზოგისთვის კი დაუვიწყარი მომენტები, ემოცია და მთელი დღესასწაულია, რომელიც კიდევ უფრო ათმაგდება, როცა საქმე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. „მაკდონალდსი“ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორია და გვინდოდა, ფეხბურთის გულშემატკივარი ჩვენი მომხმარებლისთვის მართლაც დაუვიწყარი დღესასწაული გვეჩუქებინა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწყო საფეხბურთო გათამაშება, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებ საგზურს გავათამაშებდით. მიხარია, რომ შევძელით და საფეხბურთო ზეიმი მოვუწყეთ ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც „მაკდელივერის“ გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ კატარში გაემგზავრებიან და ფინალურ თამაშს დაესწრებიან. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და სასიამოვნო ფინალს ვუსურვებ. გარდა ამისა, ჩვენ გავათამაშეთ iPhone 14 Pro და PlayStation 5, ასევე ფულადი ვაუჩერები“, - აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„მაკდელივერის“ სერვისით სარგებლობა „მაკდონალდსის“ მომხმარებელს 24/7-ზე შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა სმარტფონში აპლიკაცია ჩამოტვირთოთ, აირჩიოთ სასურველი პროდუქცია, რომელსაც შეკვეთიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ. ამ ეტაპზე მაკდელივერით სარგებლობა ხელმისწავდომია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში.